პრემიერის მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი უკავშირდება იმას, რომ რთული მდგომარეობიდან გამოსავალი მოვძებნოთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი რთული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნას უკავშირდება.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალურად მობილიზება შეძლო.

„პირველ რიგში, მოწოდება, რომელიც გაკეთდა პრემიერ-მინისტრის მიერ, უკავშირდება იმას, რომ ამ რთული მდგომარეობიდან მოვძებნოთ გამოსავალი. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა განცხადებები ადრეც გააკეთა.

ჩვენ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით მოვახდინეთ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური მობილიზება. დაფიქსირდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან შესაბამისი პოზიციები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში შევძლოთ გამოსავლის პოვნა. რუსეთმა უპასუხოს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, მოიძებნოს შესაბამისი გამოსავალი“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართავს, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.

banner
წინა სტატიაშიბაია პატარაია : „თუ პოლიცია კარგად მუშაობს, ყველაფერი კარგად მიდის“
შემდეგი სტატიაბაია პატარაია: „თუ პოლიცია კარგად მუშაობს, ყველაფერი კარგად მიდის“