პრემიერის მეთაურობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა

ამალი-დევდორაკის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. შეხვედრას, რომელიც კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის ეროვნულ სიტუაციურ ოთახში ჩატარდა, ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირი დაესწრო.

პრემიერ–მინისტრმა სხდომის მონაწილეებისგან მოისმინა ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ, გაეცნო სტიქიის ადგილიდან მიღებულ ვიზუალურ მასალას და სპეციალისტების მიერ მომზადებულ დასკვნებს. შეხვედრის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრს გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაობის გეგმა წარუდგინეს. გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის მონაწილეებს დაავალა სტიქიით გამოწვეული შედეგების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში აღმოფხვრა. ამ მიზნით გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების კოორდინაციას პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი განახორციელებს.

banner
წინა სტატიაში“ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ფიზიკური შეზღუდვის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას სისტემატური ხასიათი აქვს”
შემდეგი სტატიაბრიტანეთის რეფერენდუმი-რუსეთისგან ჩვენ არანაირი პოზიტიური სიგნალი არ მიგვიღია და არც მივიღებთ