პრემიერის ხელმოწერის შესაძლო გაყალბება – პროკურატურა ცესკოს თანამშრომლებს კითხავს

პრემიერის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტზე, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცესკოს თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს.

გამოკითხვაზე უკვე შევიდა ცესკოს ერთ-ერთი თანამშრომელი არჩილ ანასაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მან თავად ნახა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სიებში პრემიერის ხელმოწერა.

მისივე თქმით, მხარდამჭერთა სიებში წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის ხელმოწერა არ ემთხვეოდა მამუკა ბახტაძის იმ ხელმოწერას, რომელიც ცესკოში პრემიერად დარეგისტრირებისას არის გაკეთებული. ანასაშვილი ამბობს, რომ ის მზად არის გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.

პროკურატურაში ცესკოს წარმომადგენლების გამოკითხვა გუშინ დღის ბოლომდე გაგრძელდა.

პროკურატურა მხარდამჭერთა სიების სავარაუდო გაყალბებას, ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე იძიებს.

banner
წინა სტატიაშიოპერატორების გაფიცვა “იმედზე”
შემდეგი სტატიაიმის მიუხედავად, რომ საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი ქვეყანა ვითარდება – კობახიძე