პრემიერის განმარტებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, სწავლების ჰიბრიდული ფორმა უკვე მზად იყო, რომელიც 15 სექტემბრიდან ყველა ვარიანტში უნდა დაწყებულიყო, ვინაიდან სხვადასხვა ქალაქში, სკოლებსა და საკლასო ოთახებში მოსწავლეთა არსებული რაოდენობა გარკვეულ გადანაწილებას საჭიროებს.

„სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება ყველგან დისტანციურად, სასწავლო კლასებში დაიწყება 1-ელ ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს, რომელზეც ბავშვები დადიან და რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით შესაბამის პროტოკოლს ეპიდემიოლოგები და სპეციალისტები გააკეთებენ“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 საწოლი
შემდეგი სტატიაიგეგმება თუ არა არჩევნების გადადება ?