პრემიერის განცხადებით, გუნდში არ იქნება მათი ადგილი, ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს

აუცილებლად განვახორციელებთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შედეგების სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ბუნებრივია, ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი ვერ იქნება, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა არჩევნების პირველ და მეორე ტურებზე მოქალაქეებისგან მკაფიო გზავნილები მიიღო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს გზავნილები კარგად არის გააზრებული და 2019-2020 წლებში კონკრეტული შედეგები დაიდება ყველა მიმართულებით.

„ძალიან მკაფიო გზავნილები მივიღეთ ჩვენი მოქალაქეებისგან როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში. ეს გზავნილები ძალიან კარგად არის გააზრებული. თუ დავაჯამებთ, 2019-2020 წლებში საქართველოს ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 27 მილიონი ლარი. ბუნებრივია, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ამ რესურსით შევძლებთ ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ ეს არის რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დავაყენოთ ყველა მიმართულებით. ეს შეეხება სოციალურ პოლიტიკას, ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას, ინფრასტრუქტურის უფრო სწრაფ მშენებლობას. ეს ციფრი, თავისთავად, მოითხოვს ძალიან ეფექტურ მენეჯმენტს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება შევძლოთ.

აუცილებლად განვახორციელებთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შედეგების სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ბუნებრივია, ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი ვერ იქნება, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში,,საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელი – ყველაფერზე და ამ სიტყვაში მართლაც რომ ყველაფერი იგულისხმება”
შემდეგი სტატიათორნიკე რიჟვაძის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია , ის პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსია