პრემიერის განცხადებას, რომ ევროკომისიის დასკვნაში „ნანატრი ჩანაწერი“ გაჩნდა, პარლამენტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ, ხმაურით დაიწყო.

ხმაური ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დასაწყისს მოჰყვა, რომლის დროსაც პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და გაჩნდა ნანატრი ჩანაწერი. მის ამ ფრაზას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ღარიბაშვილს რამდენჯერმე მიმართა, რომ არის „მოღალატე“. მას ასევე უწოდა „მონა“.

ჯამში, პრემიერ-მინისტრს ოპოზიციის წარმომადგენელმა რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მისცეს სიტყვის გაგრძელების საშუალება. აღნიშნულის გამო ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარისგან გაფრთხილება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიკუბილიუსი და ფოტიგა ლობირებდნენ ევროპარლამენტის ღირსებამოკლებულ რეზოლუციას – კობახიძე
შემდეგი სტატიაკობახიძე – ვერ ეღირსებიან საქართველოს წალეკვას, საქართველოს სჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ესაა ჩვენი დღის წესრიგი