პრემიერის განცხადება მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში ტარდება მნიშვნელოვანი არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი. ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც იმაზე მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკურ გუნდი, რომლისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება ქვეყანაში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღეს სიტყვით გამოვა
შემდეგი სტატია“არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე” – პრემიერი სახელმწიფო უწყებებს