პრემიერის გამოსვლა იყო ცარიელი და უშინაარსო

“ტყუილი პრემიერის და მთლიანად ქართული ოცნების მთავარი სამუშაო ინსტრუმენტია.” პრემიერის პარლამენტში გამოსვლას ცარიელს და უშინაარსოს უწოდებს “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
პარტიის ლიდერის თქმით, გიორგი გახარიასთვის დამახასიათებელია გამოთქმით საუბარი, თუმცა სამწუხაროდ მის გამოსვლაში ვერასდროს ხედავს პრობლემის გადაჭრის გზებს.
“მისი საუბრიდან ვერ დავინახეთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზები. პრემიერს, ისე როგორც მთავრობის სრულ შემადგენლობას, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის უნარი არ აქვს. ეს ნათელი იყო პანდემიამდე და კიდევ უფრო თვალსაჩინოა ახლა. ამას მიუთითებს ისიც, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში ქვეყანა 9 ადგილით ჩამოქვეითდა, ეკონომიკის მდგრადობის მიხედვით, სკოუპის შეფასებით, ვართ ბოლო 63-ე ადგილზე,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
“ლელოს” ლიდერი პრემიერის ერთ-ერთი განცხადებასაც შეეხო, რომელიც ბიუროკრატიულ ხარჯებს უკავშირდება.
“პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ბიუროკრატიული ხარჯებით საქართველო მე-2 ადგილზეა, რაც მტკნარი სიცრუეა, რადგან სინამდვილეში ვართ 88-ე ადგილზე. სამწუხაროდ, ტყუილი პრემიერის და მთლიანად ქართული ოცნების მთავარი სამუშაო ინსტრუმენტია,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა