პრემიერის გამოსვლა იყო აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი – ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღშფოთებულია ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლით პარლამენტში, რომელის სავსე იყო ზიზღითა და სიძულვილის ენით. განცხადება მან საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა

“ის, რაც ჩვენ ვნახეთ ორშაბათს, ნამდვილად იყო თავისუფალი გამოხატულება ჩვენი საზოგადოების და იყო ის, რასაც გადავეჩვიეთ და რასაც გვთხოვს ევროპა- იყო ერთიანობა. სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე – მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისა, თუ რა მოვისმინე დღეს პარლამენტში.

რაც დავინახეთ პარლამენტში არის საწინააღმდეგო იმისი, რაც აჩვენა საზოგადოებამ. საზოგადოებამ აჩვენა – თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა აჩვენა საპირისპირო – დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, ყველაფერი რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ დღეს

ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ გზავნილს, რომ ჩვენ თურმე ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ ისინი არიან ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა, ანუ, აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით”- თქვა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ტრიბუნიდან ამ სიტყვებს იყენებდა: ნუ ყვირით, წყნარად იყავი მანდ! არაფრის მაქნისი ხარ! საცოდავი ადამიანი ხარ! მანიაკების მხარდამჭერი! არარაობა ხარ! დაწყნარდი, წამალი დალიეთ! მოდი და გამოექანე! – კორძაია
შემდეგი სტატიადღეს „დეპოლარიზაციის“ კლასიკა ვიხილეთ, თუმცა, სინამდვილეში, ეს იყო პოლარიზაციის ხარისხის გაზრდის მცდელობა მძიმე შეურაცხყოფის ფონზე – მდინარაძე