პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, ექიმის დანიშნულებით, „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს, – ამის შესახებ „თაიმერს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის – პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება.

მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მუხიგულაშვილი: პარლამენტის შენობის ტერიტორიდან სასწრაფოდ მოაშორეთ კარვები
შემდეგი სტატიასაქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ ხვალიდან მიიღებს