პრემიერის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი – მღებრიშვილი

რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები, თუმცა პრემიერის დავალებით და გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებისა და განვითარებული მოვლენების შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ როდის დასრულდება შოვში სამძებრო სამუშაოები.

„ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები, იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება კეთდებოდეს სტიქიური უბედურების ზონებში. თუმცა, პრემიერის დავალებით და გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი“,- აღნიშნა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარაფერი დაგვიკლია – რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება? – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ადამიანური და სპეციალური აღჭურვილობის რესურსი, იმაზე მეტია მობილიზებული, ვიდრე გონივრული შეიძლება იყოს – მღებრიშვილი
შემდეგი სტატიავფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი დროა, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მცირე, მოიკითხოს, დღეის მონაცემებით, დაკარგულთა სია არ გაზრდილა – მღებრიშვილი