პრემიერის დავალებით გიორგი ამაშუკელი რეგიონებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა

გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში აჭარისა და გურიის რეგიონში გადაუღებელი თოვის შედეგად 10 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ამაშუკელმა განაცხადა, ამ ეტაპზე აღნიშნულ რეგიონებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღუდგებათ.

“გუშინ მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებელი თოვის შედეგად გარკვეული შეფერხებები შეიქმნა გურიისა და აჭარის რეგიონში. დღეს დილიდან პრემიერის დავალებით პირადად მივდივარ აღნიშნულ რეგიონებში, რათა ადგილზე გავეცნო გაწმენდით სამუშაოებს და ადგილზევე შევისწავლო არსებული ვითარება. ამ დროისთვის გურიისა და აჭარის რეგიონში დაზიანებების შედეგად 10 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და ახლაც გრძელდება აღდგენითი სამუშაოები “ენერგოპროს” მიერ. ვვარაუდობთ, რომ დღის ბოლომდე ეტაპობრივად მოხდება აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება”, – აღნიშნა ამაშუკელმა.

მისი თქმით, ყველა მუნიციპალილეტში შექმნილია საგანეგბო შტაბები, სადაც ხდება ინფორმაციის შემოსვლა და ასევე კონკრეტული გაწმენდითი სამუშაოების დაგეგმვა. ამაშუკელი განმარტავს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, 24 საათიან რეჟიმში შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია მიაწოდონ.

banner
წინა სტატიაშიდიდთოვლობის გამო ბათუმში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
შემდეგი სტატიაქობულეთის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 1.5 მეტრს აღწევს