პრემიერი ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღებაზე : ვაცადოთ პოლიციას

“ზუგდიდში მიმდინარეობს სპეციალური ღონისძიება, დარწმუნებული ვარ, რომ ის ეფექტურად და მშვიდობიანად ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში მიმდინარე სპეციალურ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.

„ზოგადად, როცა მიმდინარეობს ცოცხალი, სპეციალური ღონისძიება, ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და არც ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის, თუმცა თუ კითხვას მისვამთ, გიპასუხებთ, რომ ამ წუთში რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ეფექტურად ჩატარდეს და რაც მთავარია, მშვიდობიანად. ამ ხალხს ვაცადოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ავტომატით, ხელყუმბარით და მძევლებად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე მომხმარებლები. ამ დროისთვის უცნობია, თუ რას ითხოვს ის. ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია, სპეცრაზმი.

banner
წინა სტატიაშილაშა კანდელაკიშვილი: ქუთაისის, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის საერთაშორისო დონეზე ცნობადობას დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიანად რეგიონისთვის
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – დადგენილი სტანდარტით, ეპიდემიოლოგების განმარტებით, მე ახლო კავშირი არ ვარ, მიუხედავად ამისა, გავიტესტე