პრემიერი ჟურნალისტს – ბატონმა მიშელმა, ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბატონმა მაკრონმა, ყველამ თქვა, რომ საქართველოს მიეცემა სტატუსი

ბატონმა მიშელმა, ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბატონმა მაკრონმა, ყველამ თქვა, რომ საქართველოს მიეცემა სტატუსი, როგორც კი, ხაზს ვუსვამ, როგორც კი შეასრულებს მათ მიერ მოცემულ პირობებს. რაც შეეხება ამ პირობებს, მე გეთანხმებით, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა ქვეყანაში რაც ხდება ყველაფერი, მაგრამ ამ თორმეტი პირობიდან ერთი მთავარი და პირველი პირობა პოლარიზების, ამ დაძაბულობის დასრულება, მეგობრებო და არა შემცირება, დასრულება, არის ჩვენი ერთობლივი განსახორციელებელი, ანუ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ ოპოზიციის გარეშე, ვთქვათ მოდით პირდაპირ, ღიად და საჯაროდ, ხალხს ვუთხრათ სიმართლე, მთავრობა ამას ვერ გააკეთებს ოპოზიციის გარეშე და პირიქით, ოპოზიცია ამას ვერ გააკეთებს მთავრობის გარეშე. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიღებთ ვალდებულებას საჯაროდ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზება დავასრულოთ, ეს ჩვენი კეთილი ნებაა, დადასტურებული, გაცხადებული საჯაროდ, თქვენს წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც პარტნიორების მილოცვებს შეეხებოდა და აგრეთვე იმას, თუ რატომ წარსდგა სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს წინაშე, ასე უპასუხა:

„გუშინ საზოგადოებამ ნახა, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მილოცვა პირადად ჩემდამი და თქვენ არ ვიცი რას გულისხმობთ, ქალბატონმა ურსულამ მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თავის ოფიციალურ მიმართვაში, მილოცვის ტექსტში და ბატონმა მიშელმა მიულოცა ქართველ ხალხს, მემგონი ნორმალურია აქ ყველაფერი. თქვენ ნუ ეძებთ, ძალიან გთხოვთ, ასეთ სიტუაციაში, ასეთ ისტორიულ დროს ნუ ეძებთ ყოველთვის რაღაც ხინჯს, ვეძებოთ პოზიტივი. რაც შეეხება თქვენს კიდევ ერთ შეკითხვას, თუ რატომ მიმართა ქალბატონმა პრეზიდენტმა ევროპულ საბჭოს და არა პრემიერ-მინისტრმა – ესეც ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ჩვენი პრეზიდენტი არის კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფოს მეთაური და ამ შემთხვევაში მისი მონაწილეობა გუშინ, მიმართვა იყო აბსოლუტურად სიმბოლური. მას არავითარი რეალური გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო იქ. სხვა შემთხვევაში რა თქმა უნდა მას მოუწევდა ჩემთვის ასე ვთქვათ კანონის და კონსტიტუციის მიხედვით მომართვა და ნებართვის აღება, ეს რაც არის გაწერილი კონსტიტუციის მიხედვით. ასე რომ, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ძალიან ბევრი საპარლამენტო რესპუბლიკების პრეზიდენტები დადიან ბრიუსელში, მონაწილეობენ ნატოს სამიტებში, ევროკავშირის სხდომებს ესწრებიან საპარლამენტო რესპუბლიკების პრეზიდენტები, რომელთაც იქაც აქვთ ნომინალური ასე ვთქვათ წარმომადგენლობითი ფუნქცია, ესეც ნორმალურია და ასე რომ ამაშიც ნუ ეძებთ რაიმე სკანდალს,“- განაცხადა პრემიერმა.

წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – რომ არა ჩემი და ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და ჩვენი საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო ეს დამსახურებული ევროპული პერსპექტივა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე – გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან; ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ არის ეს გამოწვევა, მაგრამ ამ საკითხსაც ისეთივე პასუხისმგებლობით შევასრულებთ, ამ პირობას, როგორც სხვა დანარჩენს