პრემიერი ვიზალიბერალიზაციაზე: უახლოეს დღეებში ყველა საჭირო პროცედურის დასრულებას ველოდებით

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველა საჭირო პროცედურა უახლოეს დღეებში დასრულდება.

გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე საგარეო მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

„გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, იმ მნიშნელოვან ნაბიჯებსა და მიღწევებზე, რომელიც ჩვენ ამ პრიორიტეტების რეალიზაციის მიმართულებით მივიღეთ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ პასუხისმგებლობას იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დღეს ცივილიზებული მსოფლიო დგას. მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, 2016 წელს ძალაში შევიდა და სრულმასშტაბიანად ამოქმედდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება.

„მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი გადაწყვეტილების მიმღებმა ევროკავშირის სამივე სტრუქტურამ დაუჭირა და უახლოეს დღეებში, ყველა საჭირო პროცედურის დასრულებას ველოდებით. იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლოობა მიეცეთ, მხოლოდ ტექნიკური პროცედურებია დარჩენილი. პრინციპული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი: ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მთელი ჩვენი ენერგია ადამიანის გადარჩენაზე იყო ორიენტირებული
შემდეგი სტატიაპრემიერი: ყოველდღიურად ვამტკიცებთ კავშირებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან