პრემიერი: ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური ყოფილიყო

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიაკშვილის განცხადებით, ის ისურვებდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური ყოფილიყო.

პრემიერმა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება შეაფასა და აღნიშნა, რომ სასამართლოს, ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით, საქართველოში შესანიშნავია პროგრესია.

„ეს იყო ტრადიციული გამოსვლა, სადაც პრეზიდენტმა საკუთარი შეხედულებები წარმოადგინა მიმდინარე მოვლენების შესახებ. მთელი რიგი მიმართულებები, როგორიცაა სასამართლო, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება, არა მხოლოდ ჩემი აზრით, არამედ ყველა ჩვენი პარტნიორი მოსაზრებით, საქართველოში შესანიშნავია პროგრესია. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური ყოფილიყო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. 15:00 საათიდან საკანონმდებლო ორგანოში, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დებატები გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტი მთავრობის მიმართ საკმარისად მკაცრი არ იყო” – ბოკუჩავა
შემდეგი სტატია„პრეზიდენტს საკმაოდ სწორი გზავნილი ჰქონდა „მოვუსმინოთ ხალხს“ – გიგი წერეთელი