პრემიერი: ვიღაცებს ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევათ

პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, ვიღაცებს ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევათ. ამით პრემიერი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. მან უაზრო ბრალდებები უწოდა შეფასებას, თითქოს, პრემიერს გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აქვს.

“საქართველოს მთავრობას არც ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება არ შეუყოვნებია და ამის ცხადი მაგალითი არის დღევანდელი დღე და ის, რომ რეგიონში, რომელშიც საქართველო იმყოფება, ეკონომიკური დონის დაღმასვლაა, თუმცა ეს არ იქნა ასახული საქართველოს ეკონომიკური განვითარების დინამიკაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველო ვითარდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით.

banner
წინა სტატიაში“გაიგოს ყველამ, რომ საქართველოს უსაფრთხოების გზა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე გადის”
შემდეგი სტატიალუკა კურტანიძე: ცილისწამება დასჯადი უნდა გახდეს საქართველოში