პრემიერი უმრავლესობის დაშლას გამორიცხავს

გიორგი კვირიკაშვილი – მოლოდინები პარლამენტში ძველებური ტიპის უმრავლესობის არსებობაზე, მოძველებულია.

“იმ რეალობიდან და დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მოლოდინები პარლამენტში ძველებური ტიპის უმრავლესობის არსებობის თაობაზე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და მოძველებულია. იმ რეალობაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობებიც. უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეს არის პროცესი, რომელიც სასურველია, ზოგიერთ შემთხვევაში გარეთ არ გამოვიდეს ხოლმე, მაგრამ, არანაირი ჩემი თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. მათ შორის, მინდა ვუთხრა იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებისას, ნუ გააკეთებენ ამას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთიანობა მარტო „ქართული ოცნებისთვის“ არ არის მნიშვნელოვანი; ეს სტაბილურობა არის ჩვენი ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარი და მას საქართველოში ვერაფერი დაემუქრება”-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი: Freedom House კარგად უნდა დაფიქრდეს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩემი უშუალო საყრდენია