პრემიერი – თუ ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მედია პლურალიზმს საქართველოში, მას საერთოდ არაფერი გაეგება ჩვენი ქვეყნის მედია გარემოზე. 2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა არც ერთი ნორმალური, ძლიერი, დამოუკიდებელი ოპოზიციური არხი, დღეს უამრავი ტელევიზიაა და აქ ხართ წარმოდგენილნი

რაც შეეხება მედია პლურალიზმს, თქვენ მეკითხებით მედია პლურალიზმზე, თუ ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მედია პლურალიზმს საქართველოში, მას საერთოდ არაფერი გაეგება ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებულ მედია გარემოზე. 2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა არც ერთი ნორმალური ძლიერი დამოუკიდებელი ოპოზიციური არხი, დღეს უამრავი ტელევიზიაა და აქ ხართ თქვენ წარმოდგენილი, ძლიერი ოპოზიციური არხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში გააკეთა მაქსიმუმი, მათ შორის – ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა.

„თქვენს პათოსში მე ვკითხულობ, რომ არ გიხარიათ სტატუსის მინიჭება და მაინცდამაინც არ ხართ დაინტერესებული, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. მე თქვენს ადგილას, შემდეგნაირად დავსვამდი კითხვას, თუ რა შეიძლება გააკეთოს კიდევ უფრო მეტი ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ იმისთვის, რომ კითხვები შემცირდეს. ჩემო ძვირფასებო, თუ რაიმეს ვაკეთებთ ჩვენ, ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის. ბოლო წლებში, რაც ხელისუფლებამ გააკეთა ეს იყო მაქსიმუმი რაც ჩვენ შევძელით, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, პერსპექტივა, რომელიც იყო ისტორიული გადაწყვეტილება ნამდვილად. სტატუსი არის სიმბოლური გამოხატულება ამ ყველაფრის, სიმბოლური აღიარება, ამიტომ დაველოდოთ,“- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიაპლიკაცია „ფიქს თბილისის“ მეშვეობით, მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ 621 საკითხზე მუშაობა უკვე დასრულებულია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – მე ვიმყოფებოდი ბრიუსელში, მქონდა მაღალი დონის შეხვედრები. მათ დეტალურად ავუხსენი, რა ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და სრული რაპორტი ჩვენი საქმიანობის მიწოდებულია ევროკომისიაში