პრემიერი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

პრემიერის თქმით, დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს.

„ჩვენმა მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო თანაბარი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც იყო მართლაც უპრეცედენტო, თუ არ ჩავთვლით, იმ ძალიან სამწუხარო ფაქტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს. აგებენ პასუხს უმკაცრესად, ვინაიდან ეს იყო ნამდვილად სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, -განაცხადა პრემიერმა.

გივი თარგამაძის ავტომანქანა კოლმეურნეობის მოედანზე 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:30 საათზე აფეთქდა. მანქანაში, მძღოლთან ერთად გივი თარგამაძე იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა. დაიჭრა რამდენიმე გამვლელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი : შეიმჩნევა საკმაოდ დაძაბული ვითარება
შემდეგი სტატია,,ივანიშვილმა, როგორც დევიდ კოპერფილდმა, საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გააქრო” – სააკაშვილის წინასაარჩევნო მიმართვა