პრემიერი: სურვილი მექნებოდა, რომ პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური პროცესი წარიმართოს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მისი გუნდი ხელს შეუწყობს პარლამენტს, რომ უკეთესი კანონპროექტები განიხილოს და ნორმალური პოლიტიკური პროცესები წარმართოს.

„სურვილი მექნებოდა, რომ პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური პროცესი წარიმართოს. ჩემი და ჩვენი გუნდის მხრიდან ამას ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მაქსიმალურად მეტი სამუშაო ვითარება შეიქმნას, უკეთესი და კარგი კანონპროექტები განვიხილოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ხელისუფლების უწყვეტობისა და მემკვიდრეობითობის აღსანიშნავად, მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტების წევრებისთვის მიღება იმართება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის სახელით ტარდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: გულახდილად ვიტყვი, უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ახლა არ მიწევს ამ მარაზმში ყოფნა
შემდეგი სტატია“საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გადაწყვეტილებები მიიღოს ნაკლები პრობლემებით”