პრემიერი სტუდენტების განათლების რეფორმირების პროცესში ჩართვას გეგმას

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა

საქართველოს პრემირ-მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა იგი მოხარულია რომ სტუდენტებმა პროტესტის მშვიდობიანი ფორმა აირჩიეს და მზად არიან მოლაპარაკების პროცესისთვის.

“ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის გახლავთ განათლების სისტემის რეფორმა, რაც რა თქმა უნდა, გულისმხობს უმაღლესი განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებებს. რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთავთ ახალგაზრდებს ამ რეფომირების პროცესში და გავითვალისწინებთ მათ აზრს”- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მთავრობისთვის თითოეული სტუდენტის, ახალგაზრდის აზრი და პროტესტიც კი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში “თავისუფალი ზონის” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დააკავეს
შემდეგი სტატია“თითოეული გამოთქმული სიტყვა ქვეყნის უსაფრთხოების დისკრედიტაციის კუთხით, ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს “