პრემიერი სკოლებში კვების ნორმების დამრღვევთა მკაცრად დასჯას ითხოვს

პრემიერ-მინისტრმა განათლების მინისტრს მოუწოდა, თუ რომელიმე სკოლაში ან ბაღში გამოვლინდება დამრღვევი, რომელიც არ აქცევს ყურადღებას ბავშვების კვების საკითხს, ის მაქსიმალურად იქნეს დასჯილი.

ირაკლი ღარიბაშილის თქმით, დასჯის თაობაზე ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს.

„მოგიწოდებთ, რომ თუ რომელიმე სკოლაში ან ბაღში გამოვლინდება დამრღვევი, რომელიც არ აქცევს ყურადღებას ბავშვების კვების საკითხს, გთხოვთ, რომ მაქსიმალურად მკაცრად დასაჯოთ, ასეთი ადამიანი, იქნება ეს კომაპანიის წარმომდაგენელი, დირექტორი თუ სხვა, მისი დასჯის თაობაზე ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო“, – განაცხადა პრემიერმა.

განათლების მინისტრის თქმით, ასეთი პრეცედენტები უწყებას უკვე ჰქონდა და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება.

„ასეთი ნიმუშები გვაქვს უკვე და ვინც იყო აღმოჩენილი, მის მიმართ კანონის ფარგლებში რა ბერკეტიც იყო, გამოყენებულ იქნა, ვაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას“, – განაცხადა სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: კორეიდან ჩინეთის გავლით საქართველოში სატვირთო მატარებელი დღე-დღეზე შემოვა
შემდეგი სტატია“დროა, გამოათავისუფლოთ საკნები “- ირაკლი ღარიბაშვილი კახა კახიშვილს მიმართავს