26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

პრემიერი შსს-ს და პროკურატურას ხარძიანის მკვლელობის უმოკლეს დროში გამოძიებისკენ მოუწოდებს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება "კარასინი-აბაშიძის ფორმატი უკვე ორი წელია არსებობს, საკმაოდ წარმატებული იყო ეს ფორტმატი და ამ ეტაპზე მის გადახედვას ან რაიმე ტიპის ცვლილებას მასში არ ვაპირებთ,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ფორმატის ცვლილებაზე საუბრობს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მაია ფანჯიკიძე და აცხადებს, რომ აღნიშნული შეხვედრის ფორმატს მანდატი შეეცვალა და ზურაბ აბაშიძე, დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის როლს ასრულებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში, თუმცა, ყოფილი მინისტრის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაძლო დათბობა, დათმობის ხარჯზე მიმდინარეობს და ამ დათმობაზე ქართული მხარე მიდის.

პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და საკუთარი facebook-ის გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცველ უწყებებსაც მიმართავს და მომხდარის უმოკლეს დროში გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს.

იმედი მაქვს, რომ ამ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ძალიან მალე გასცემს პასუხს ყველა კითხვას.

მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას, გააკეთონ ყველაფერი ამ საქმის უმოკლეს დროში გამოსაძიებლად, რათა დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით,”-წერს ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძე ინაშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიათურქეთ-საბერძნეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 7 ქართველი დააკავეს