პრემიერი: შევეცდებით, მაქსიმალურად კონსტრუქციულად გავაგრძელოთ ის დიალოგი, რომელიც პრეზიდენტთან გვაქვს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი საქართველოს პარლამენტია.

კვირიკაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის საქმიანობას ეხება.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება პირველი რიგის ამოცანა არ არის.

“ალბათ, ეს ერთწლიანი პროცესია, რომელშიც მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყოს. ბუნებრივია, ამ ფორმატში პრეზიდენტიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება. ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი საქართველოს პარლამენტია, რომელსაც საკანონმდებლო და მათ შორის, საკონსტიტუციო ინიციატივის უფლება გააჩნია. შთაბეჭდილება არ უნდა შეიქმნას, რომ აქ რაღაც დაპირისპირება ხდება. შევეცდებით, მაქსიმალურად კონსტრუქციულად გავაგრძელოთ ის დიალოგი, რომელიც პრეზიდენტთან გვაქვს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარტინ შულცი გერმანიის კანცლერობისთვის იბრძოლებს
შემდეგი სტატიატრამპმა გენპროკურორი და ცენტრალური საგანმოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელები შეარჩია