არარელევანტურია არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება, გამომდინარე იქიდან, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რა დროსაც იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან მეტ კომუნიკაციას მოუწოდებს.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადებით საბოლოოდ დაადასტურა, რომ მისი ერთადერთი მიზანი არჩევნების მიმართ საბოტაჟის განხორციელებაა.
„მგონი არარელევანტურია არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება, გამომდინარე იქიდან, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, როდესაც ვეტო დაადო იმ კანონს,რომელიც მიზნად ისახავდა ცესკოს ჩიხიდან გამოყვანას. მან ამით საბოლოოდ დაადასტურა,რომ მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ ერთგვარი საბოტაჟის განხორციელება. შესაბამისად, მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.