პრემიერი – სააკაშვილის განცხადება არის მტრობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის

რა ჰქვია ამას, თუ არა მტრობა საკუთარი ქვეყნის და ხალხის? იგივე ხელწერა გრძელდება დღემდე. ეს ადამიანები, ვინაიდან საკუთარ ხალხს, მოსახლეობას ვეღარ ელაპარაკებიან, იციან, რომ ყველა არჩევნებში სასტიკად მარცხდებიან, ამიტომ გადასული არიან ასეთ მავნებლურ პოლიტიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილმა ევროკავშირს მოუწოდა, შეუწყვიტოს საქართველოს ფინანსური დახმარება.

ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მავნებლურ საქმიანობას ეწევა.

ირაკლი ღარობაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მსგავს საქმიანობას ეწეოდა, მაშინმ როდესაც საქართველოს უვიზო რეჟიმი უნდა მიეღო.

„როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო ასეთი მავნებელი, არასერიოზული კაცის განცხადებაზე. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენი მთავრობა მუშაობდა აქტიურად, ეს იყო 2014 წელი, როცა ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას და შემდეგ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა უვიზო რეჟიმის მიღებაზე, ამ შემთხვევაში საუბარი იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო გადაადგილებაზე, ეს ხომ არ იყო მხოლოდ ჩვენი პარტიის წევრებისთვის უვიზო გადაადგილება, ჩვენ ვმუშაობდით ჩვენი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მიღწევაზე. ჩვენ მივიღეთ უვიზო რეჟიმი, მაშინ, მიზანმუმართული, ანტისახელმწიფოებრივი მუშაობა მიმდინარეობდა, რომ როგორმე არ მიეღო ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას უვიზო რეჟიმი. რა ჰქვია ამას, თუ არა მტრობა საკუთარი ქვეყნის და ხალხის? იგივე ხელწერა გრძელდება დღემდე. ეს ადამიანები, ვინაიდან საკუთარ ხალხს, მოსახლეობას ვეღარ ელაპარაკებიან, იციან, რომ ყველა არჩევნებში სასტიკად მარცხდებიან, ამიტომ გადასული არიან ასეთ მავნებლურ პოლიტიკაზე, რომ რამენაირად პრობლემები შეუქმნან ჩვენს სახელმწიფოს და მოქალაქეებს, ეს არის მტრობა ქვეყნის და ამ მტრობას კიდევ ერთხელ დავუსვამთ წერტილს 2 ოქტომბერს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტში სასტიკად მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – 500-მდე სამხედროს ოჯახს გადავცემთ ბინებს, ეს იყო 2007 წელს აღებული ვალდებულება