პრემიერი – სააკაშვილის დროს, წყალტუბოს წყალი გასხვისდა, შეუძლებელი იყო იქ ინვესტიციის ჩადება – სახელმწიფომ აღნიშნული სიმდიდრე 8 მლნ დოლარად გამოისყიდა

სააკაშვილის დროს, თქვენი ფავორიტი პატიმრის დროს, წყალტუბოს წყალი გასხვისდა, შეუძლებელი იყო იქ ინვესტიციის ჩადება – სახელმწიფომ აღნიშნული სიმდიდრე 8 მლნ დოლარად გამოისყიდა. ეს საკუთრება ჩვენს ხელშია. ვაცხადებთ ტენდერს დასრულებული გენგეგმის ფარგლებში,- ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერი განმარტავს, წყალტუბო ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი უნდა გახდეს რეგიონში.

„წყალტუბოს გენგეგმა დასრულებულია. ჩვენ, ეს დოკუმენტი დავამტკიცეთ. კარგად გვაქვს გააზრებული ხედვა თუ როგორი უნდა იყოს ხვალინდელი დღის წყალტუბო. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ჩვენი მთავარი სიმდიდრე და წყალტუბოს სიმდიდრე – წყალი, კერძო საკუთრება იყო. სააკაშვილის დროს, თქვენი ფავორიტი პატიმრის დროს, წყალტუბოს წყალი გასხვისდა, კერძო ბიზნესმენზე გაასხვისეს.

ამიტომ, შეუძლებელი იყო იქ ინვესტიციის ჩადება. თუ წყალტუბოს წყალი არ არის ხელმისაწვდომი ბიზნესმენებისთვის, როგორ შეიძლებოდა იქ განვითარება. ჩემი გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ დეკემბერში, ჩვენ მოველაპარაკეთ ინვესტორს, რომელიც მანამდე ფლობდა წყალტუბოს წყალს და სახელმწიფომ აღნიშნული სიმდიდრე 8 მლნ დოლარად გამოისყიდა. ეს საკუთრება ჩვენს ხელშია. მასში ვაცხადებთ ტენდერს დასრულებული გენგეგმის ფარგლებში. სასტუმროები სარელიზაციოდ გამოგვაქვს, დიდი ინტერესი არსებობს, რომ ბევრი ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას. წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი ჩვენ ქვეყანასა და რეგიონში“,-აღნიშნავს პრემიერი.

წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიამედია – გერმანია თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალების მშენებლობის დაჩქარებას გეგმავს