პრემიერი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილი წლების მანძილზე ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის უპრეცედენტო საქველმოქმედო მოღვაწეობით ზრუნავდა და მან ანტიევროპული ავტორიტარიზმის დემოკრატიული მმართველობით ჩანაცვლება რისკის ფასად შეძლო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს! ბიძინა ივანიშვილი წლების მანძილზე უპრეცედენტო საქველმოქმედო მოღვაწეობით ზრუნავდა ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე, 2012 წელს კი მან განახორციელა უპრეცედენტო პოლიტიკური ქველმოქმედება და უდიდესი რისკის ფასად ანტიევროპული ტიპის ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა. ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს პატრიოტი და პოლიტიკის გროსმეისტერი. არაერთხელ აღინიშნა და კიდევ ერთხელ უნდა ითქვას – ის, რომ საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა, დემოკრატია, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, ყოველივე საუკეთესოს მის გამორჩეულ ოჯახთან ერთად!“, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო ფორუმებზე საქართველო პოლიტიკური დუბლებით არის წარმოდგენილი – ირაკლი ფავლენიშვილი