პრემიერი – „ფორმულა“ არის ბატონი კეზერაშვილის, ადამიანის, რომელმაც ყველაზე დიდი ძარცვა ჩაიდინა 21-ე საუკუნეში

 

ფორმულა არის ბატონი კეზერაშვილის, ადამიანის, რომელმაც ყველაზე დიდი ძარცვა ჩაიდინა 21-ე საუკუნეში. კაცმა მილიარდი დოლარი მოიპარა და ფორმულასაც და სხვა პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს მოპარული, ევროპელი პენსიონერების ფულით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილმა გაძარცვა ჯარი და ატერორებდა ბიზნესს.

„მე არავითარი დისკომფორტი არ მაქვს ამას რომ გახსენებთ, მაგრამ თქვენ უნდა გქონდეთ.
მართებული არ არის კი არა, ესაა აბსოლუტური ამორალურობა და გამოგნებელი სინამდვილე, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მანამდე უკვე გაძარცვა ჩვენი ჯარი, ბიზნესი რეკეტის ქვეშ ყავდა, მთლიანად დატერორებული ყავდა, მოიპარა ასეულობით მილიონი ჯერ აქ საქართველოში და შემდეგ ყველაზე დიდი ძარცვა ჩაატარა, საუკუნის ძარცვა, მილიარდი დოლარი მოიპარა ევროპაში და მაგ ფულით აფინანსებს თქვენს ტელევიზიასაც, უხდის ხელფასებს ყველას და ოპოზიციას. დღეს როგორც ვიცი, თუ არ ვცდები იბარებს ოპოზიციონერებს, პოლიტიკოსებს და აქაძლევს ინსტრუქციებს, თქვენ საერთოდ როგორ ბედავთ და კითხვას მისვამთ კეზერაშვილის ტელევიზია? მე თქვენზე არ მაქვს საუბარი, თქვენ წარმოადგენთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, დიახაც, „ლუზერებს“ წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც მე წეღან ვახსენე, იმიტომ რომ მათ გარდა ჩვენი ქვეყნის დაზიანებისა, არაფრის მოტანა შეუძლიათ,“- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის მეგობრობის, დიპლომატიის, ეტიკეტის დარღვევა, როცა კიევი იბომბებოდა, ჩვენი ელჩი ბოლო იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში, ასეთი კაცი გამოაგზავნეს ვითომ „კონსულტაციისთვის“თბილისში
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ, ეს რეალობაა, ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა