პრემიერი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს – „ის ჩვენთვის ყოველთვის იყო და არის თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების მაგალითი“

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

მთელი მისი მოღვაწეობა ერისა და სამშობლოს სამსახურისთვის არის მიძღვნილი. ის ჩვენთვის ყოველთვის იყო და არის თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების, მიმტევებლობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითი.

ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს 84 წელი შეუსრულდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა М16-ის წარმოებას იწყებს
შემდეგი სტატია”ენმ” ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური” – რატიანის წერილი