პრემიერი პარლამენტშია – ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრთან ერთად მივიდა

ანაკლიის და ფოთის პორტის სკანდალი, „თი-ბი-სი“ ბანკის საქმე, დაგროვებითი პენსია, საბანკო რეგულაციები, ლარის გაუფასურება, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება – ეს არის კითხვები, რომელიც ოპოზიციას პრემიერთან აქვს.

მამუკა ბახტაძე უკვე პარლამენტშია. მან საკანონმდებლო ორგანოში შესვლისას ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

პრემიერთან ერთად პარლამენტში იმყოფება ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა. ის არ იყო ინტერპელაციის წესით დაბარებული. მინისტრთან ბევრი კითხვა დაგროვდა ფოთის პორტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

პრემიერი საკანონდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარა „ევროპულმა საქართველომ“.

ასევე ინტერპელაციის წესით მოუსმენენ ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ მიიწვია, ჯანდაცვის მინისტრი კი პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით მიდის.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: საქართველო მზადაა, გააგრძელოს წვლილის შეტანა აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებაში
შემდეგი სტატიაარაადეკვატური იყო რეაქცია იმ დოკუმენტის მნიშვნელობისა, რაც მას რეალურად ჰქონდა – თურნავა “ანაკლიის კონსორციუმს” პასუხობს