პრემიერი ოპოზიციას – ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ – ივანიშვილს ლარი არ უშოვია საქართველოში, კაცმა თავისი შრომით და ნიჭით იშოვა სხვა ქვეყნებში და დახარჯა ჩვენს ქვეყანაში

ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილის მმართველობის დროს, მშვიდად, წყნარად, აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას. ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ – ადამიანს ლარი არ უშოვია საქართველოში, კაცმა თავისი შრომით და ნიჭით იშოვა სხვა ქვეყნებში და დახარჯა ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოპოზიცია ევროპაში აღქმებს ქმნის, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილია.

„ბატონი ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს. ოლიგარქის განმარტება რა არის: ხაზარაძე, რომელიც ძარცვავდა ბიზნესს, მიჰყავდა ბიზნესმენები ხაზარაძის ბანკში, იქ ხდებოდა სესხის მიცემა და მიზერულ ღირებულებას უფიქსირებდნენ – ეს ერთი; მეორე კეზერაშვილი – არაფრისგან გამდიდრდა, ჯარი გაძარცვა; მესამე სააკაშვილი, რომელიც ვითომ მოვიდა ერთი ბინით და დადასტურებით ასეულობით მილიონი აქვს მის ოჯახს. კაცი 9 წელი იყო პრეზიდენტი, წავიდა საკუთარი პასპორტი დათმო. ეს რომ რომელიმემ გააკეთოს ჩვენი დეპუტატებიდან, ხომ საერთოდ გაგიჟდებით. წარმომიდგენია, რას იზამთ.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემი დახასიათება არ სჭირდება, მაგრამ მინდა უმსგავსო ცილისწამებასა და ბრალდებას ვუპასუხო – ლაპარაკობენ ევროპაში და „აღქმებს“ ქმნიან, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა თურმე არის ბატონი ივანიშვილი. კაცი, რომელიც არის მთელი ამ მიღწევების თანაორგანიზატორი, შემოქმედი და ამ მანიაკალური დამნაშავეობრივი სისტემის შემცვლელი. ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილის მმართველობის დროს, მშვიდად, წყნარად, აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას. ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ. ადამიანს ლარი არ უშოვია საქართველოში, კაცმა თავისი შრომით და ნიჭით იშოვა სხვა ქვეყნებში და დახარჯა ჩვენს ქვეყანაში. შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში, დაგამარცხათ თქვენ, ხელისუფლებიდან გაგყარათ ეს თქვენი დამნაშავე რეჟიმი და ეს ვერ აგიტანიათ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლისას სკამები შეატრიალეს და პროტესტის ნიშნად ზურგი აქციეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – მინდა კითხვა დავუსვა ძვირფას ოპონენტებს – ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის? ნული, არაფერი არ გაგიკეთებიათ