პრემიერი “ოცნების” ოფისში კობახიძესა და დეპუტატებს შეხვდა

პრემიერი მამუკა ბახტაძე დილით „ქართული ოცნების“ცენტრალურ ოფისში მივიდა და პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა. უცნობია, უკავშირდებოდა თუ არა შეხვედრა პარტიაში შექმნილს ახალ პოლიტიკურ რეალობას. მაშინ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, ბახტაძე ქვეყანაში არ იმყოფებოდა.

თავად ღარიბაშვილი კი პარტიის პოლიტიკურ მდივნად დანიშვნის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში არ გამოჩენილა, ის არ იმყოფებოდა არც პრემიერთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიბატიაშვილი გადადგომას არ ადასტურებს
შემდეგი სტატია“ალბათ, მომავალში „ენკი ბენკიზეც“ იქნება საუბარი”- კალაძისთვის წერილი ღიმილისმომგვრელია