პრემიერი ნიკა მელიაზე თავდასხმის შესახებ – რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი მიუღებელია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს, შესაბამისად, მისი თქმით, კოალიცია „ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმა, მიუღებელია.

კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ყველას მოუწოდა, რომ მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი მიუღებელია. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ასეთი აქტებისგან. არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი, მმართველი ძალისთვის”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – სააკაშვილის რეჟიმი თავისი არსით დაპირისპირებული იყო ყველაფერ ქართულთან, 16 წლის წინ კაპიტულაციის შეთანხმებას სწორედ დიდგორობა დღეს მოაწერეს ხელი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, მარიონეტი