პრემიერი ნატო-სგან თანამშრომლობის უფრო ღრმა ფორმატს ელოდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვარშავის სამიტზე უნდა დაფიქსირდეს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამხედრო შენაერთების თავსებადობა ნატო-ს სამხედრო შენაერთებთან იდეალურია.

“ვფიქრობ, ვარშავის სამიტზე ნამდვილად უნდა დაფიქსირდეს ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. განსაკუთრებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სამხედრო ნაწილში. ჩვენი სამხედრო შენაერთების თავსებადობა ნატო-ს სამხედრო შენაერთებთან ფაქტობრივად იდეალურია. ამ მიმართულებით ძალიან პროგრესული ნაბიჯები გადაიდგა. შემდგომი აქცენტირება უნდა გაკეთდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და ჩვენ ამ მიმართულებით თანამშრომლობის უფრო ღრმა ფორმატს ველოდებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ნატო-ს ვარშავის სამიტი 2016 წლის 8–9 ივლისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვევა
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი – ლართან დაკავშირებით ტყემალაძის განცხადება ცინიკურია