პრემიერი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე – მეგობარი ქვეყნების მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას

მე მინდა, მადლობა გადავუხადო და მივულოცო საგარეო საქმეთა მინისტრს წარმატებული მონაწილეობა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, სადაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები იყო გაჟღერებული. რა თქმა უნდა, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ნატო-ს მყარი მხარდაჭერა „ღია კარის პოლიტიკის“ გაგრძელებისა, რომელიც გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა მეგობარი ქვეყნების მინისტრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას და პრაქტიკული ნაბიჯებით და გეგმებით მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი თითოეული მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას და რა თქმა უნდა, მათ პრაქტიკული ნაბიჯებით და პრაქტიკული გეგმებით მხარი დაუჭირეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ეს ჩვენთვის მოგეხსენებათ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რამეთუ კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის აღქმული სწორად ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისთვის და მათგან აქვს სრული მხარდაჭერა,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, ამიტომ, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ კანონი და დაწესებული შეზღუდვები, დავიცვათ ერთმანეთი და ჩვენი მოხუცები