პრემიერი მზადაა, მინისტრთა კაბინეტის სხდომა მოიწვიოს, თუ მთავრობას პირადად პრეზიდენტი მიმართავს

თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნება პრეზიდენტის მიერ წინადადება წარმოდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ჩვენ ამას განვიხილავთ და უზუნველვყობთ, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განაცხადა, რითაც მთავრობის სხდომის მოწვევისა და მასზე დასწრების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის მიერ არის წერილი გაგზავნილი, რაც კანონმდებლობით დადგენილ წესს არ შეესაბამება.

“მთავრობის ადმინისტრაცია ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას და გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თუ იქნება წინადადება წარმოდგენილი, რომ ცალკეული საკითხი განხილული იქნას საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ჩვენ ამას განვიხილავთ და უზუნველვყობთ. კონსტიტუციის 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტი სწორედ ის მუხლია, რომლის შესაბამისადაც პრეზიდენტს უფლებამოსილება აქვს, რომ ცალკეული საკითხების განხილვის მიზნით მიმართოს საქართველოს მთავრობას. სწორედ 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტია უფლებამოსილი, რომ მიმართოს საქართველოს მთავრობას. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იქნა წერილი გამოგზავნილი. ეს კანონმდებლობით დადგენლ წესს არ შეესაბამება,”- განაცხადა ნათია მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშიგამოძიება უნდა დაინტერესდეს, ხდება თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის და მესამე პირების საუბრის ფარული მიყურადება
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანთან დაკავშირებულ პროცესს სამართლებრივად ძალიან მძიმედ ვაფასებ – ყველა კითხვაზე პასუხს გამოძიებისგან ველოდები