პრემიერი მსახიობ დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსახიობ დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მსახიობის დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს და ერთგულ მაყურებელს. დიმა ჯაიანის ცხოვრება ორ უმნიშვნელოვანეს და უძვირფასესს – აფხაზეთსა და თეატრს უკავშირდებოდა და სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა მათ. ის იყო ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი, რომელსაც თან გაჰყვა ის დიდი ტკივილი, რასაც აფხაზეთი ჰქვია”, – ნათქვამია კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსახიობი დიმა ჯაიანი 67 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მსახიობი ბოლო პერიოდში მძიმედ იყო ავად.

banner
წინა სტატიაშიავტომაიდანი კიევში – სააკაშვილის მხარდამჭერები ლუცენკოს სახლისკენ დაიძრნენ
შემდეგი სტატია“დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სააკაშვილი” – იულია ტიმოშენკო პოროშენკოს მიმართავს