პრემიერი – მოლაპარაკებებში ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა ჩაერთვებიან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ჩართული იქნება ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა.

ამის შესახებ მან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩვენი მხრიდან ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – კრისტიან დანიელსონი კარგად იცნობს საქართველოს, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი მოკლე დროში დასრულდება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ 2021 წელია, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა „იმედში“ შეჭრა და დარბევა; ეს ყველაფერი 2012 წელს დავასრულეთ