პრემიერი: მიუხედავად შიდა თუ გარე მტრებისა, მე ასე ვიტყოდი, და ამდენი დესტრუქციისა და საბოტაჟისა ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს. მე დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად

მიუხედავად ამ შიდა თუ გარე მტრებისა, მე ასე ვიტყოდი, და ამდენი დესტრუქციისა და საბოტაჟისა ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს. მე დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს ოპოზიციონერები დადიოდნენ და ეხვეწებოდნენ ევროპელ კოლეგებს, რომ არ მიგვეღო უვიზო რეჟიმი.

“უვიზო რეჟიმზე როცა ვმუშაობდით, მაშინ, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, გახსოვთ რომ დათო ბაქრაძე, იქ კანდელაკი და სხვა ოპოზიციონერები დადიოდნენ, ეხვეწებოდნენ, ემუდარებოდნენ ევროპელ კოლეგებს , რომ არ მიგვეღო უვიზო რეჟიმი. ეს არის ფაქტი მეგობრებო და რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა. მე, რა თქმა უნდა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ რა თქმა უნდა ვაქარწყლებთ აი იმ ნეგატიურ ნარატივს და დეზინფორმაციას, რომელიც მოედინება უხვად ჩვენი დედაქალაქიდან, თბილისიდან ოპოზიციონერების მხრიდან და მათ იციან რეალობა, ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა, ასე ვიტყოდი.

ამიტომ ეს სამწუხაროა ფაქტია, ეს არის აღიარება და მე მინდა აღვნიშნო, ასე ვთქვათ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თავად აღიარეს ეს სამარცხვინო, მე ასე ვიტყოდი, ქმედება და საქციელი. მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად აი ამ შიდა თუ გარე მტრებისა, მე ასე ვიტყოდი და ამდენი დესტრუქციისა და საბოტაჟისა ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს. მე დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ მშვიდობაც გვექნება, ვართ ასე ვთქვათ მოწოდებული, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და მშვიდად უნდა მივყვეთ, ოღონდ მტკიცედ და ფხიზლად აი ამ სიტუაციას,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – სტატუსს როცა მიიღებს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ქართველ ხალხთან ერთად, ვინაიდან ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხისთვის
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – მინდა ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად შიდა თუ გარე მტრებისა, დესტრუქციის და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს