პრემიერი მინისტრებთან ერთად სამეგრელოში მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოში სტუმრობისას ესკორტსა და სამსახურებრივ ავტომობილზე უარი თქვა. მთელი დღის განმავლობაში გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა.
პრემიერმა დღეს სოფელ რუხში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკა დაათვალიერა. იგი ასევე იმყოფებოდა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრში, რუხის მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში და ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში.
გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრას, რომელიც 7 233 მაყურებელზე არის გათვლილი.

banner
წინა სტატიაშიკრემლმა ოლანდის სიტყვებს რუსეთ-თურქეთს შორის შესაძლო ომზე კომენტარი გაუკეთა
შემდეგი სტატია(video)მედია კიევის ცენტრში აფეთქებაზე სასწრაფო ინფორმაციას ავრცელებს