პრემიერი – მეგობრებს, ოჯახის წევრებს უნდა ავუხსნათ, რომ აცრა აუცილებელია

ოჯახის წევრებს ჩვენ უნდა ავუხსნათ აქტიური კომუნიკაციით, ფაქტებით და არგუმენტებით, რომ აცრა აუცილებელია, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ჩვენი ახლობლების, მეზობლების, მეგობრების და მშობლების დაცვის გარდა ვაქცინაციის წარმატებით ჩატარება პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის სწრაფი ტემპით აღდგენასაც.

„დავიწყეთ ვაქცინების შემოტანა, ოპერატიულად მოვაგვარეთ, სამ მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ემსახურებოდა ჩვენი მოქალაქეების დაცვას ანუ დღეს ჩვენ გვაქვს უკვე წამალი, რომელიც ასე ვთქვათ, კურნავს და იცავს ჩვენს მოქალაქეებს, პირდაპირ ვთქვათ, სიკვდილისგან.

ამიტომ არის აუცილებელი მეგობრებო, ძვირფასებო, რომ ყველამ კარგად გავიაზროთ, რა თქმა უნდა, აცრა არის ნებაყოფლობითი, არავინ და ვერავინ დააძალებს ვერავის აცრას, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ოჯახის წევრებს. ოჯახში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სირთულე, დაარწმუნოს საკუთარი ოჯახის წევრი აიცრას. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ახლობლები, მეზობლები, მეგობრები, მშობლები და რაც მთავარია, ეკონომიკის სწრაფი ტემპით აღდგენა პირდაპირ უკავშირდება ვაქცინაციის წარმატებით ჩატარებას,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიის, რაც კარგია ჩემში, წალენჯიხის დამსახურებაა – ზარქუა
შემდეგი სტატიასაკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, 24 წლის გოგო კორონავირუსით ქორწილში დაინფიცირდა