პრემიერი – მედიკამენტების ფასების რეგულირებისთვის გატარებული ღონისძიებები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა დაასახელა, როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის რეფორმის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ევროპის რეგიონში

ასევე მნიშვნელოვანი იყო პენსიონერთა დახმარება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და პენსიონერებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, სრულად დაუფინანსდებათ მედიკამენტები და 2024 წელს, მედიკამენტები იქნება უფასო იმ პენსიონერთათვის, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, ასეთი არის დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მედიკამენტების ფასების რეგულირებისთვის გატარებული ღონისძიებები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა დაასახელა, როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის რეფორმის, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ევროპის რეგიონში.

რეგულირებამ მედიკამენტების 45%-ით ნაკლებ ფასად შეძენის საშუალება მისცა ჩვენს მოქალაქეებს.
რა თქმა უნდა, მნიშნელოვანი არის წამლის ხარისხის კონტროლი. ჩვენ წელს გავხსნეით პირველი სახელმწიფო ლაბორატორია და კონტროლი მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ამ მიმართულებითაც, რომ ჩვენს მოქალაქეებს მხოლოდ ხარისხიანი მედიკამენტი მიეწოდოთ.
ასევე მინდა ვთქვა, რომ სამინისტრომ საზღვარგარეთ საზღვარგარეთ GMP სტანდარტით იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში იმპორტით შემოდის. ეს პროცესი გაგრძლედება“, – განაცხადა პრემიერმა

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა ეს რეფორმა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით, პროგრამის დაწყებიდან 3 მილიონ მოქალაქეს დაუფინანსდა 11 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა