პრემიერი მამუკა ხაზარაძეზე – კაცმა, რომელსაც ერთ დროს ჰქონდა წარმატებული ბანკირის იმიჯი, როგორ უნდა მოახერხო, რომ დღეს დაგარქვან მევახშე და სააკაშვილის მსახური

კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო, იმიტომ რომ გვიწევს სააკაშვილზე და მის ამ გაუგებარ ადამიანებზე, მისი კრიმინალური გუნდის წევრებზე საუბარი, ერთი მინდა ვუპასუხო კიდევ ერთხელ ბატონ ხაზარაძეს, მოსახლეობას, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს და ყველას შევახსენებ, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელმაც რეალური თვითმმართველობის რეფორმა გაატარა, მათ შორის ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინ იქნა მიღებული ახალი თვითმმართველობის კოდექსიც და შეიცვალა კანონმდებლობაც.

„ყველა მუნიციპალიტეტის მერი, მანამდე, სააკაშვილის დროს ინიშნებოდა. ხალხს არ ეძლეოდა ხმის მიცემის შესაძლებლობა, რომ თავად აერჩია მისი რჩეული ქალაქის მერი. ჩვენ გავაკეთეთ ეს. ეს ხალხი როგორ ბედავს საერთოდ, რომ თვითმმართველობაზე გველაპარაკება. ჩვენი გადაწყვეტილება იყო თვითმმართველობის რეფორმაც, დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯები და ის ფაქტი, რომ დღეს 50%-იანი ბარიერით პირდაპირ ხალხი ირჩევს მერს, ეს არის რა თქმა უნდა, რეალური დემოკრატიის მაჩვენებელი. ეს ერთი. მეორე, კარგად გახსოვთ, არავითარი ბარიერი არ არსებობდა, არათუ მერებისთვის, არამედ არც პარლამენტის დეპუტატებისთვის, ამხელა პროგრესი ვაჩვენეთ ყველა მიმართულებით, დემოკრატიის მიმართულებით, საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით, თვითმმართველობის მიმართულებით და ჩვენ ამას მათგან დამოუკიდებლად გავაგრძელებთ. რაც შეეხება ხაზარაძეს, ხაზარაძე არის იქ, სადაც უნდა იყოს. ის ყოველთვის იყო სააკაშვილის ერთგული მსახური. იგი იყო მოსამსახურე სააკაშვილის კრიმინალური დავალებების, ბიზნესების დატერორების, ქონებების წართმევის და შემდეგ ბანკის მეშვეობით ამ ტრანზაქციების გატარების უბადლო შემსრულებელი. კაცმა, რომელსაც ერთ დროს ჰქონდა წარმატებული ბანკირის იმიჯი, როგორ უნდა მოახერხო, რომ დღეს დაგარქვან მევახშე და სააკაშვილის მსახური. როგორ ბედავს საერთოდ, რომ ლაპარაკობს ჩვენზე, თვითმმართველობაზე და დემოკრატიაზე. ღირსია, ამიტომაც უპასუხა ხალხმა და 2%-ზე მეტს ვერ იღებს და ასევე დაამთავრებს კრახით, როგორც წინა არჩევნებზე დაამთავრა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წინა სტატიაშიკახა კალაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაგულორდავა: “ერთიანი ნაცვიონალურ მოძრაობის“ წინაღმდეგ ერთიანდება ქართული ოცნების ყველა წევრი – ახალიც და ძველიც