პრემიერი – მაიდანს ვერავინ ეღირსება საქართველოში

მინდა ყველას ვუთხრა, რომ მაიდანს ვერავინ ეღირსება საქართველოში – ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა იმიტომ, რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა 2013 წლამდე იყო სახელმწიფო, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა ჰქონდა, დღეს კი ქვეყანა არის ჩამოქცეული და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.

„ყველას მინდა ვუთხრა, რომ მაიდანს ვერავინ ეღირსება საქართველოში. მინდა შეგახსენოთ რა იყო უკრაინისთვის მაიდანის შედეგები. მაშინ რეალურად გარედან დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება, ჯერ ერთხელ, მერე მეორედ და საბოლოო ჯამში, ვინც დანიშნა გარედან ხელისუფლება, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია იმ მოვლენებზე, რომლებიც შემდეგ უკრაინაში განვითარდა. უკრაინა 2013 წლამდე იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც ჰქონდა ეკონომიკა 200 მილიარდი დოლარი და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ამდენი წლის შემდეგ არის თვისებრივად შემცირებული, ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ათი ათასობით ადამიანი არის დაღუპული და ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. შესაბამისად, ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. ეს გვიჩვენა ყველაზე კარგად სწორედ უკრაინის მაგალითმა, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს დამოუკიდებლობას“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ – კობახიძე გერმანიის ელჩზე
შემდეგი სტატიაკობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო უცხოური აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პარტიები იყრიან თავს