პრემიერი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის

პრემიერ-მინისტრი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.

„რაც შეეხება კონსტიტუციას, ჩვენ მემკვიდრეობად მივიღეთ ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით, მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვერასოდეს ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება, უზურპირება და ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია. მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ ახლა პარლამენტში, პირველ რიგში დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებულნი ყველანი. აქ სიჩქარე არ ივარგებს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ შევქმნათ ძალიან მაღალი დინამიკა განვითარების და ამას ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ უკლებლივ ყველა დანაპირებას უცილებლად შეასრულებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშილი : იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ
შემდეგი სტატიაN5 პენიტენციურ დაწესებულებაში წამალდამოკიდებული მსჯავრდებულებისთვის სპეციალური პროგრამა „ატლანტისის“ პირველი ეტაპი დასრულდა