პრემიერი კოალიციურ მთავრობაზე – “ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც ბოლო წლებში ორიენტირებული იყო მხოლოდ დესტრუქციაზე

„ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც მთელი ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტირებული მხოლოდ დესტრუქციაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, IRI-ის კვლევებიდან გამომდინარე კოალიციური მთავრობის შექმნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ კოალიციური მთავრობის ალბათობა „ქართული ოცნების“ ინიციატივამ გაზარდა, რომლითაც 2020 წელს არჩევნები პროპორიული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

„ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ არჩევნერბზე, მითუმეტეს ნულოვანი ბარიერის პირობებში, რა თქმა უნდა, ამის ალბათობა გაცილებით მაღალია. მაგრამ 2020 წლის ოქტომბრამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი. მე ნაადრევად არ გავაკეთებდი ასეთ დასკვნებს. ეს იქნება დამოკიდებული მხოლოდ ქართველი ერის არჩევანზე. მაგრამ თვითონ საარჩევნო სისტემა, რომელიც ჩვენს მიერაა ინიცირებული, კოალიციური მთავრობის ალბათობას ნამდვილად ზრდის და აქაც ჩვენ ერთმნიშვნელოვანი პასუხი გავეცით. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ აუცილებლად მოხდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარება და მოხდება ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა, ანუ საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში. ამასთან ერთად, ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც მთელი ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტირებული მხოლოდ დესტრუქციაზე და იმაზე, რომ როგორმე საქართველო გაეხადათ აგრესიული დღის წერსიგის მძევალი, გინდა საგარეო და გინდა საშინაო პოლიტიკაში, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა საზოგადოებას და ძალიან დიდი ზიანი ჩვენ ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა 2019-2023 წლებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე IRI-ის კვლევაზე – იქ ისეთი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც უფრო პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს