პრემიერი ხუმრობის ხასიათზეა – სამნიძე ღარიბაშვილის გამოსვლაზე

“რატომ უნდა ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ან ნდობა ან იმედი ან რაიმე პოზიტიური წარმოდგენა ასეთ პარლამენტზე?!” – ამის შესახებ ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე Facebook-ზე წერს.

აქ ისეთ საკითხებზე უნდა ვმსჯელობდეთ, ვკამათობდეთ, ვაანალიზებდეთ, ვგეგმავდეთ – ქვეყნის ბედს და მომავალს… და რას უყურებს ხალხი ამ დროს? ძალიან სახიფათოა ეს ყველაფერთან ერთად, ძალიან საშიში, როცა პრემიერი კი არ მსჯელობს და ადეკვატურად პასუხობს კრიტიკას ან კონკრეტულ შეკითხვებს, არა… ხუმრობის ხასიათზეა უფრო ხშირად. ზოგჯერ ჩვენც ვიცინით, მერე ყვირილიც გვიწევს, მერე წარსულში ვვარდებით, მერე ვიღას აინტერესებს ადამიანების დაცვა და ევროპული მომავალი… ხოდა გადის ასე დრო და ასე კარგავს ნდობას ყველა ინსტიტუტი… – წერს სამნიძე.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში ვატო ყიფიანი დააკავეს
შემდეგი სტატიაპოლონეთში გაუჩინარებული 24 წლის დიტო ხელხელაური გარდაცვლილი იპოვეს