პრემიერი: იმისთვის, რომ 4 წლის შემდეგ დავრჩე ხელისუფლებაში, კომპრომისზე არ წავალ

პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის მომავალი 4 წლის განმვალობაში, არც ერთ კომპრომისზე არ წავა იმის გამო, რომ მომავალშიც ხელისუფლებაში დარჩეს.

kvirika2პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის მომავალი 4 წლის განმვალობაში, არც ერთ კომპრომისზე არ წავა იმის გამო, რომ მომავალშიც ხელისუფლებაში დარჩეს.

პრემიერის თქმით, მას გააზრებული აქვს, რომ შესაძლოა, ყველა მისი გადაწყვეტილება პოპულარული არ იყოს და აზრთასხვადასხვაობა გამოიწვიოს, თუმცა მისი თქმით, ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გააკეთებს ყველაფერს, რაც სწორად მიაჩნია.

“მაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი ამბიცია, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველო ძალიან მნიშვნელოვნად შევცვალო დადებითი კუთხით. ქვეყანაში უნდა დავასრულოთ კონფრონტაცია და სწრაფი განვითარების მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები. ისიც გააზრებული მაქვს, რომ ნაბიჯები ამ მიმართულებით ყოველთვის არ არის პოპულარული, მაგრამ იმისთვის, რომ 4 წლის შემდეგ დავრჩე ხელისუფლებაში, არც ერთ კომპრომისს არ გავაკეთებ. ვეცდები, რომ ამ 4 წლის განმავლობაში, გავაკეთო ის, რაც სწორი იქნება. ამის შემდეგ, არ მოხდება ეს ჩვენმა საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. სწორი იქნება, რომ ჩვენ ერთ საარჩევნო ციკლზე ვიფიქროთ”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ჩემი მიზანი არის, რომ მომავალში ეს პრეცედენტები არ იქნას დაშვებული“ – პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ნებისმიერ ფორმატში, ჩვენ არ უნდა გავკიოდეთ, რომ ტანკის ლულა გვაქვს მოშვერილი